Sinoptik Music ქართველი მუსიკოსის ზურაბ ჩხარტიშვილის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. მისი მუსიკალური მოგზაურობა, არ არის ფოკუსირებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრზე, არამედ ის რამდენიმე მიმართულების ერთობლიობას მოიცავს, როგორებიც არის: ატმოსფერული, დრონი, სივრცული და ჰიპნოტური ჟღერადობები. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა რამდენიმე ალბომი და EP სხვადასხვა პოპულარულ ლეიბლებზე, მათ შორის: DADO Records, Apollo Records, Termena Music, Timelapse Of A Dream და ასევე შეიქმნა არაერთი ერთობლივი ნამუშევარი როგორც ქართველ ასევე, უცხოელ არტისტებთან, როგორებიც არის: ნიკა მაჩაიძე, ნატალი ბერიძე, სოფი ვილი, გოგი ძოძუაშვილი, TADE, Sleep Party People, Sun Glitters, Lukas Termena და სხვები.
ზურა ასევე მუშაობს პროექტზე BREATHDUB, რომელიც მეტად მელოდიურ და მელანქოლიურ ტექნო ჟღერადობაზეა ფოკუსირებული. აღსანიშნავია ასევე მუსიკოსის მიერ დაფუძნებული ლეიბლი “Timelapse Of A Dream”, რომელიც როგორც არტისტის პროექტების, ასევე სხვა ლოკალური არტისტების ციფრულ პლატფორმად იქცა, სადაც უკვე არაერთი რელიზია გამოცემული.