როგორ მუშაობს

სერვისის მიმწოდებლის რეგისტრაცია

რეგისტრაციისას აირჩიეთ "სერვისის მიმწოდებელი", შეავსეთ პირადი ინფორმაცია და მიუთითეთ სერვისის ტიპი და განხორციელების ადგილი. შეიყვანეთ სასურველი დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და პაროლი (უნდა შეიცავდეს ასოებს და მინიმუმ ერთ ციფრს). დაეთანხმეთ წესებს და დააჭირეთ "რეგისტრაცია".

ელ-ფოსტაზე მიღებული ვერიფიკაციის ბმულის გავლით შეხვალთ პირად კაბინეტში, სადაც შეგიძლიათ:

  • ატვირთოთ პროფილის ფოტო (მაქს. 1MB)
  • აირჩიოთ ქვე-სერვისები
  • მიუთითოთ საბანკო ანგარიში
  • შეავსოთ დეტალური ინფორმაცია სერვისის შესახებ (სტატუსი, ფასები, აღწერა)
  • დაამატოთ მულტიმედია (ფოტო, ვიდეო, აუდიო)
  • მართოთ ჯავშნები
  • განსაზღვროთ დაკავებული პერიოდები კალენდარში
  • დაამატოთ მზა ღონისძიებები

მომხმარებლის რეგისტრაცია

შეავსეთ პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო მონაცემები), შექმენით პაროლი და დაეთანხმეთ წესებს. ვერიფიკაციის შემდეგ შეძლებთ პირადი კაბინეტის გამოყენებას, სადაც ხელმისაწვდომია პროფილის მართვა, ჯავშნების ისტორია და ტრანზაქციები.

ღონისძიების დაჯავშნა

  1. დარეგისტრირდით როგორც მომხმარებელი
  2. აირჩიეთ "ღონისძიების დაჯავშნა"
  3. მიუთითეთ სასურველი კატეგორია და სერვისის მიმწოდებელი
  4. შეავსეთ კითხვარი
  5. მიიღეთ ფასის შეთავაზება
  6. გადაიხადეთ ქართული ბარათით

ღონისძიების დასრულების შემდეგ შეაფასეთ სერვისის მიმწოდებელი ვარსკვლავებითა და კომენტარებით.