საიტის წესები

მფლობელი შპს „მაიფართი“.

ტერმინთა განმარტება

მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ეძებს სასურველ საქონელს/მომსახურებას.

საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ანთავსებს განცხადებას/ინფორმაციას , შემდგომში მისი გაყიდვა/გაქირავების მიზნით.

განცხადება - დასაჯავშნი/გასაყიდი მომსახურების შესახებ განთავსებული ინფორმაცია ვებ გვერდზე, მასთან დაკავშირებული ფოტო ან/და ვიდეო, აუდიო  მასალის ჩათვლით ან მის გარეშე, რომელიც შედგენილია საიტის წესების დაცვით;

„მესამე   პირი“  - საქართველოს   კანონმდებლობის  თანახმად ,ნებისმიერი  პირი  გარდა

„კომპანიისა“/„მომხმარებლისა“ და მომსახურების მიმწოდებლისა;

„მომსახურების მიმწოდებლის გვერდი“/„საქონლის მიმწოდებელი“ - სერვისის მიმწოდებლის მიერ საიტზე განსაზღვრული წესით რეგისტრირებული გვერდი, სადაც სერვისის მიმწოდებელი ანთავსებს, არედაქტირებს, ანახლებს, სოციალური ქსელით აზიარებს ან/და შლის საქონლის/მომსახურების შესახებ, საიტის წესების დაცვით შედგენილ, განცხადებებს ან განცხადებას.

1. ძირითადი პირობები

1.1 კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება მომსახურების მიმწოდებელს/საქონლის მიმწოდებელს და მომხმარებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს;

1.2 კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება მომსახურების/საქონლის ადვილად მოძებნაში;

1.3 კომპანიას არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი მომსახურება/საქონელი და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ;

1.4 განცხადებაში მითითებული მომსახურების/საქონლის ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება კომპანიის მიერ;

1.5 საიტზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება  კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან;

1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე;

1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა;

1.8 გამომდინარე საიტის წესებიდან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი, თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან;

1.9 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი და მომხმარებელი ვალდებულნი არიან, ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმონ ინფორმაციის სისწორე;

 

1.10 მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების სრულად მიწოდების შემდეგ, მონიშნოს სტატუსი დასრულებულია;

1.11 მომხმარებელს აქვს უფლება შეაფასოს მიღებული მომსახურება/საქონელი;

1.12 თუ მომხმარებლის გვერდზე განთავსებული განცხადებები ან რომელიმე განცხადება, ინფორმაცია ან/და ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა, არ შეესაბამება საიტის წინამდებარე წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, კომპანიას მომხმარებლის წინასაწარი გაფრთხილების/შეტყობინების გარეშე ცალმხირვად შეუძლია აღნიშნული განცხადებ(ებ)ის, ინფორმაციისა ან/და ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის წაშლა, საიტის წესებთან ან/და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მისი რედაქტირება ან/და მომხმარებლის დაბლოკვა, რაზეც მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას და არ ექნება არავითარი პრეტენზიები კომპანიის მიმართ;

1.13 შესაძლებელია სოციალურ ქსელებში საიტზე განთავსებული ინფორმაციის გაზიარება მესამე პირისთვის ან პირებისთვის, რის საშუალებასაც საიტი ტექნიკურად იძლევა.

2. განცხადების განთავსება

2.1 მომსახურების/საქონლის მიმწოდებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;

2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ https://www.uplan.ge საიტით სარგებლობის წესებს;

2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა. თუ განცხადება განათავსა 18 წლამდე მომხმარებელმა ან/და რეგისტრირებული მომხმარებლის გვერდში 18 წლამდე ასაკის პირმა, დამდგარ სამართლერბივ შედეგებზე პასუხს აგებს თავად მომხმარებელი ან/და 18 წლამდე ასაკის პირი;

2.4 სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი/გასაქირავებელი მომსახურების/საქონლის და შეთანხმების პირობების შესახებ. აკრძალულია განცხადებაზე ატვირთულ სურათებზე ტელეფონის ნომრის, საქონლის ჩამონათვალისა და ფასების მითითება. მომსახურების საფასურთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მიეთითოს შესაბამის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება საიტიდან წაიშლება ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, რასაც შესაძლოა მოყვეს სერვისის/სერვისის მიმწოდებლის  დაბლოკვა უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე;

2.5 განცხადების განთავსებით სერვისის მიმწოდებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული მომსახურების/საქონლის რეალიზაციის უფლება;

2.6 საიტზე ერთი სერვისის მიმწოდებლის  განცხადებები არ უნდა მეორდებოდეს (არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება)

2.7 მომსახურების მიმწოდებელს, შეუძლია განათავსოს განცხადება საქონლის ან/და მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურება/საქონელი აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს www.uplan.ge საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს და ქვეკატეგორიებს;

2.8 განცხადება:

2.8.1 არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი;

2.8.2 არ უნდა ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას;

 

2.8.3 არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი მომსახურების/საქონლის გაქირავების  შესახებ;

2.8.4 არ უნდა ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს;

2.8.5 არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას;

2.8.6 არ უნდა შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას;

2.8.7 არ უნდა შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ;

2.8.8 არ უნდა მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ;

2.8.9 არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს;

2.8.10 არ უნდა შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს;

2.8.11 არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ;

2.8.12 არ უნდა შეიცავდეს მესამე წყაროდან ჩასმულ კოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენებების მიხედვით თანხის გამომუშავება;

2.8.13 არ უნდა არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;

2.9 განცხადებაზე თანდართულ ფოტოებზე დაუშვებელია ტელეფონის ნომრის მითითება;

2.10 განცხადების სათაურში და განცხადების ტექსტში (აღწერაში) დაუშვებელია ტელეფონის ნომრის, სოციალური ქსელების, პირადი ვებ გვერდის მითითება;

2.11 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მომსახურება/საქონელი განთავსებულია საიტზე.

3. კომპანიის უფლებები და მოვალეობები

3.1 კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომსახურების/საქონლის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის;

3.2 კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე;

3.3 კომპანიას უფლება აქვს საიტის მომხმარებლის პირადი მონაცემები მობილურის/ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი და სხვა ნებისმიერი პირადი მონაცემები, რომელიც მან ამ საიტის წესების დაცვით განათავსა ან დაარეგისტრირა საიტზე, გამოიყენოს კომპანიის სარეკლამო, მარკეტინგული, კომერციული, სხვა ეკონომიკური ან/და არაეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის;

3.4 კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს;

3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე, საიტის წესების დარღვევით, წაიშლება და საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის პროფილი, რომლითაც განთავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე;

3.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომსახურების მიმწოდებელი/მომხმარებელი.

 

3.7 კომპანიას უფლება აქვს საიტზე განთავსებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებულისგან განსხვავებული რეკლამირება ან/და დააკორექტიროს განცხადების გრამატიკული წყობა, დააკორექტიროს აგრეთვე შინაარსიც თუ ის არ შეესაბამება საიტის წინამდებარე მოხმარების წესების მოთხოვნებს, შეცვალოს მიმართულება, კატეგორია და ქვეკატეგორია თუ ჩათვლის, რომ განცხადება განთავსებულია არასწორად;

3.8 კომპანიას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

3.9 კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე;

3.10 კომპანია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე;

3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე;

3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე;

3.13 კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება საიტის მოხმარების წესების  განყოფილებაში;

3.14. კომპანიას შეუძლია შეიტანოს ნებისმიერი ისეთი სახის ცვლილება საიტის წინამდებარე მოხმარების წესებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ყოველგვარი წინაპირობისა და მომხმარებელთა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 4. საქონლის/მომსახურების მიმწოდებელის და მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს და მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს ან სხვა მომხმარებელს;

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი  და  მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს პაროლი;

4.3 საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება საიტზე, საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება;

4.4 საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან);

4.5 საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი და მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის მომხმარების წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით;

4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის  მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან, მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან, რომელიც დაკავშირებულია საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან;

 

4.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

4.8 საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი და მომხმარებელი იღებენ სრულ პასუხისმგებლობას, საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მათ აძლევთ საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

5. რეგისტრაციის წესები

5.1 მომხმარებელი და სერვისის მიმწოდებელი, ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, ელექტონული ფოსტის და სერვისის განხორციელების ადგილი და ნებისმიერი მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია;

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

6. გადახდის წესები

6.1 სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია მიუთითოს თანხა, რომელსაც აიღებს გაწეულ მომსახურებაში/გაქირავებულ საქონელში;

6.2 მომხმარებელი ვალდებულია კეთილსინდისირად გადაიხადოს, მიღებული მომსახურების  საფასური;

6.3 კომპანია მომსახურების მიმწოდელებს მას შემდეგ ურიცხავს თანხას, რაც სერვისის მიმწოდებელი შეასრულებს შესაბამოს მომსახურებას;

6.4 კომპანია იღებს პროცენტს ყველა მომსახურებიდან, რაც იქნება შესრულებული საიტზე uplan.ge ;

6.5 კომპანია იღებს საფასურს სხვადასხვა შემოთავაზებული სერვისებიდან (ფასიანი პაკეტები, ბლოგზე სტატიის განთავსება, რეკლამის განთავსება და ა.შ);

6.6 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ანგარიშსწორებაზე, რომელიც დგება სერვისის საქონლის მიმწოდებელსა და მოხმარებელს შორის.

 6.7  ვებ-გვერდიდან uplan.ge  არასწორად/შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ   საკონტაქტო ელ-ფოსტაზე, შეგვატყობინოთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ და მოგვაწოდოთ    შემდეგი ინფორმაცია:

სახელი, გვარი, ნომერი, ოპერაციის განხორციელების თარიღი, ჩარიცხული თანხის ოდენობა,

აღნიშნული წერილის საფუძველზე, ჩვენი გუნდი განიხილავს საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში , დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას ან მის ნაწილს. გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში, გადახდილ თანხას გამოაკლდება საკომისიო 3-5 % ოდენობით,

6.8  მას  შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის (კალენდარი , სერვისის საფასური, ღონისძიების ხანგრძლივობა და ა.შ) საფუძველზე მომხმარებელი დაჯავშნის მომსახურებას და უპასუხებს შეთავაზებულ კითხვებს, შემდგომი პირადი კომუნიკაციის საფუძველზე ხდება  კონკრეტული ღონისძიების /სერვისის თანხის  დაზუსტება. 

6.9 საიტზე  მომსახურების  გაწევისთვის საიტი იღებს  5% სერვისის  მიმწოდებლის შემთხვევაში.

6.10  საიტის მომხმარებლის შემთხვევაში,  5% -ს ემატება  ბანკის საკომისიო 2 % სახით

6.11  ღონისძიების  დაჯავშნის  შემდეგ, როდესაც  მომხმარებელი  შეავსებს  მოცემულ  კითხვებს, მას მიეწოდება ღონისძიების ზუსტი საფასური პირად კაბინეტში და ელ-ფოსტაზე . 

7. აკრძალვები

7.1  კომპანიის       პლატფორმის       საშუალებით       მკაცრად       აკრძალულია        შემდეგი       სახის საქონლის/ნივთის/მომსახურების შეძენა, გაყიდვა/გაქირავება :

ა) ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები; ბ) ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;

გ) საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;

დ) პორნოგრაფიული მასალა;

ე) მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;

ვ) არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;

ზ) მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;

თ) ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;

 

ი) ნივთი ან მომსახურება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პორტალზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.

8. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

8.1 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

8.2 კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიას მეილზე - info@uplan.ge ;

8.3 თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიას. ამასთანავე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ შემთხვევებში დამდგარ ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

8.4 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი და მომხმარებელი კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირდება ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი და მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე .