“ალექსანდრე მრელაშვილი & ბენდი სულ “ ბენდი შეიქმნა ალექსანდრე მრელაშვილი მიერ , რომელიც ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გაიცნო. ის სატელევიზიო მეგა შოუს “მხოლოდ ქართული”-ის ფინალისტია, საიდანაც მისი განსაკუთრებული ხმა და შესრულების მანერა ქართველმა მსმენელმა შეიყვარა. ბენდი ასრულებს ქართულ ქალაქურ სიმღერებს, ქმნის უნიკალურ ვერსიებს და აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე მუსიკალურ ხედვას.
ჩვენი მიზანია ძველი ქართული ჰანგების გაცოცხლება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ბენდი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში და ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის ღონისძიებებში. „სულ“ ხელმისაწვდომია ყველა ტიპის ღონისძიებისთვის, იქნება ეს ქორწილი, კორპორატიული საღამო, დაბადების დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენთან ერთად თქვენი საღამო იქნება სავსე სითბოთი, ენერგიით და მაღალი ხარისხის ცოცხალი მუსიკით.
ვოკალი - ალექსანდრე მრელაშვილი
კლავიში - ეკატერინე ჭანტურიძე
დრამი - თორნიკე მამულაშვილი
ბას გიტარა - გიორგი სირაძე
სოლო გიტარა - თემო ხაბაზიშვილი