მე ვარ მხატვარ-დეკორატორი, უკვე 10 წელია ვთანამშრომლობ სხვადასხვა სტუდიებთან და სახელოსნოებთან კერამიკის მოხატვის განხრით, ასევე აქტიურად ვიღებ შეკვეთებს კედლის მოხატვის და მხატვრულად გაფორმების თემაზე. მაქვს დიდი გამოცდილება, შეხება მქონდა სხვადასხვა მასალასა და ზედაპირთან, მომიხატავს კედელი გარე და შიდა სივრცეები, ავტომობილი (რკინა), ფანჯრები (მინა), ავეჯის განახლება-მოხატვა/შეღებვა (ხე) და ასე შემდეგ.
ასევე დიდი გამოცდილება მაქვს სახის მოხატვის განხრივ, მიმუშავია სხვადასხვა ფესტივალზე: Open Air, 4GB, Treebal garden, Mzesumzira, Ezo festival-ებზე ნეონის საღებავებით სახის მოხატვასა და საბავშვო გასართონ ცენტრებში გუაშით.
მყავს მეგობარი-მხატვრები, ვისთან ერთადაც განმიხორციელებია დიდი პროექტები, საჭიროების შემთხვევაში 3-4 წევრიანი გუნდის შეკვრა არის შესაძლებელი.
შეკვეთიდან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს ხატაჩო, კიბე, ამწე, ან სულაც მაგიდა და სკამი))