• 2 ფოტო
  • 1 ვიდეო
  • 0 აუდიო

მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ავალიანი, თუმცა ჩემი სასცენო სახელია „Dj Masho“. ვარ 28 წლის, დავიბადე და ვსაქმიანობ თბილისში. ყველაფერი დაიწყო 18 წლის ასაკში, როდესაც სამსახურში ამიყვანეს − კლუბში, სახელად Selftime Private Club, სადაც შემასწავლეს DJ-ის გაფორმება. მუშაობა იმდენად მომწონდა, რომ გავიაზრე − ეს ის არის, რასაც ვეძებდი და აქტიურად დავიწყე ამ მიმართულებით განათლების მიღება. CES-ში გავიარე DJ-ing-კურსი, შემდეგ Rotational Studio-ში გავიარე Special DJ-ing Program. შეიძლება ითქვას, რომ ვეღარ გავჩერდი და პროდიუსინგის სწავლაც დავიწყე, რათა ჩემი მუსიკა შემექმნა. ამიტომ 303HZ-ში აბელტონისა და მუსიკის თეორიის პროგრამები გავიარე. ჩემი მომსახურების ძირითადი მიმართულება არის ის, რომ ღონისძიებაზე ყველა სტუმარი იყოს კმაყოფილი და საცეკვაო სივრცე არ დაცარიელდეს. სიმართლე გითხრათ, არასდროს ვემზადები წინასწარ, რადგან სცენაზე (საცეკვაო სივრცეში) სტუმრების განწყობითა და ცეკვის სტილით ვხვდები, რა გააბედნიერებთ მათ იმ მომენტში

შეთავაზებაში შედის სხვადასხვა სტილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებით მზადდება და იქნება სრულად მათ სურვილსა და გემოვნებაზე მორგებული. მათ ვთავაზობ: * Georgian Hits; * Pop/RNB/Retro; * Disco, Funky House; * Electro/Techno.

 

აუცილებლად მომხმარებელმა უნდა დამახვედროს დინამიკები და ხმის გადამყვანი (მიქშერი) . ჩემს სერვისში შედის მხოლოდ დიჯეის მოწყობილობა

თბილისის მასშტაბით მარტო მიწევს მუშაობა , თუ ქალაქგარეთ არის შეკვეთა ამ შემთხვევაში მომყვება მენეჯერი რომელიც ტრანსპორტით უზრუნველყოფს .