• 1 ფოტო
  • 1 ვიდეო
  • 0 აუდიო

კამერული ორკესტრი  - ''Georgian Strings''  2015 წელს დაარსდა ქალაქ თბილისში. Georgian Strings-ის პირველი კონცერტი 2015 წლის 28 სექტემბერს გაიმართა ბრუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, სადაც დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აღინიშნა. ორკესტრმა პირველი სოლო კონცერტი გამართა რუსთაველის თეატრში 2015 წლის 20 დეკემბერს, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებელთა წინაშე ნიკოლოზ რაჭველი და ალტისტი გიორგი ცაგარელი წარსდგნენ. ორკესტი მიწვეული იყო ალბუსტანის საერთაშორისო ფესტივალზე, (ბეირუთი). Სადაც მონაწილეობდა როგორც ფესტივალის რეზიდენტ ორკეტრი. თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან გია ყანჩელი, ლექსო თორაძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ლიზა ბათიაშვილი, ჯანლუკა მარჩიანო, ვახტანგ მაჭავარიანი, , დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, სერგეი ნაკარიაკოვი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე. Georgian Strings -მა იმუშავა კომპოზიტორ გია ყანჩელის ალბომზე Letters to Friends - წერილები მეგობრებს - სოლისტი ანდრეა კორტესი. Რომელიც გამოიცა Briliant Classics - ს მიერ.