პროფესიონალი მხატვარ-კერამიკოსი ლიკა აბუაშვილი ჩემი კერამიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე; მონაწილეობა მაქვს მიღებული ვორქ შოფების სერიაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ქართული თანამედროვე კერამიკის წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით; ვარ რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის მხატვარი; შექმნილი მაქვსს ანიმაციური ფილმებისთვის პლასტელინის პერსონაჟები; რამდენიმე წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი კერამიკის სასწავლო პროგრამას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; გამოცდილება მაქვს სახის მოხატვის სხვადასხვა ტექნიკებში. ვმუშაობ ხატვის და ძერწვის პედაგოგად. მომხმარებელს ვთავაზობ ადგილზე მისვლის სერვისს.
ჩემი ნამუშევრები ინახება, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ კერძო კოლექციებში