• 2 ფოტო
  • 0 ვიდეო
  • 0 აუდიო

მე მაკო ჯეირანაშვილი ვარ და უკვე 7 წელია, მაკიაჟის სამყაროში ვმუშაობ. ეს წლები სავსე იყო დაუვიწყარი გამოცდილებებით, შემოქმედებითი გამოწვევებითა და გაუჩერებელი განვითარებით. ჩემი მიზანია, გავალამაზო და გავაბედნიერო ადამიანები, მათ საკუთარი უნიკალური სილამაზე კიდევ უფრო მეტად ვაგრძნობინო.

 

მაკიაჟი ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ხელოვნება და ემოციების გამოხატვის საშუალებაა. ჩემი ყოველი კლიენტი ჩემთვის შთაგონების წყაროა, და ვცდილობ, თითოეულ მათგანს მისთვის იდეალური ლუქი შევუქმნა.

შეგიძლია გაიკეთო მაკიაჟი და თმა ერთ სივრცეში 🙏