იდეები წვეულებისთვის

2023-05-22

კოქტეილ წვეულება

მოიფიქრეთ სასურველი კოქტეილები და შემდეგ თქვენით შეაზავეთ , დარწმუნდით რომ გაქვთ ყველა საჭირო ინგრედიენტი კოქტეილების შესაზავებლად. 

დაიქირავეთ ბარმენი საიტ uplan.ge-ს დახმარებით, რომელიც გაგიმასპინძლდებათ სასურველი კოქტეილებით.  

კოსტუმირებული წვეულება

კოსტუმიტრბული წვეულების მოწყობაში მრავალი თემა  შეიძლება გამოიყენოთ. 

თქვენც და თქვენი სტუმრებიც , ჩვენ საიტზე შეძლებთ  სასურველი კოსტუმების მოძებნასაც.  რამოდენიმე  პოპულარულ თემას შემოგთავაზებთ  კოსტუმირებული წვეულების მოსაწყობად: 

დიდი გეთსბი

60, 70 , 80, 90 იანების შესაბამისი კოსტუმები

სუპერგმირები

მეკობრეები

ფილმები და სატელევიზიო შოუს პერსონაჟები.

თამაშების ღამე

თამაშების ღამეს მნიშვნელოვანია,შეირჩეს თამაში,რომელიც საინტერესო იქნება  მოწვეული სტუმრებისთვისაც.

პოკერი, მონოპოლია, ბორდ გეიმები, თამაშები ოჯახებისთვის,  ბავშებისთვის და ა.შ. შექმნის სასიამოვნო  ატმოსფეროს და მხიარულად გაგატარებინებთ  დროს ახლობლების წრეში. 

დალევის თამაშების  წვეულება

ეს მარტივი და,ამავდროულად ,სახალისო აქტივობაა, რომელიც აუცილებლად შექმნის მეგობრულ და მხიარულ განწყობას.  არსებობს დალევის თამაშები ბარათებით, ასევე აპლიკაციები, რომლებიც გკარნახობენ აქტივობას ან კითხვებს.

დალევის თამაშების წვეულებაზე,მხიარული საღამო გარანტირებული გექნებათ .

კარაოკე წვეულება

კარაოკე წვეულება ყოველთვის კარგი და მხიარული იდეაა.

წინასწარ შეარჩიეთ რეპერტუარის დაახლოებითი სია. წვეულების მოსაწყობად დაგჭირდებათ დინამიკები, კარაოკე მიკროფონი და მონიტორი. სიმღერების და ტექსტების  მოძიებას შეძლებთ ინტერნეტში .  

ღვინის და გემრიელი საჭმლის წვეულება

წვეულებაზე ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმობა ღვინის და გემრიელი საჭმლის დაგემოვნებას. შესაძებელია, სტუმრებს შესთავაზოთ იდეა, მათ  თავადაც მიიღონ მონაწილეობა და წვეულებაზე მოიტანონ  განსხვავებული ღვინო და საჭმელი, საკუთარი გემოვნების მიხედვით.

შეჯიბრი - წვეულება

შეჯიბრი-წვეულების დროს, ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა კულინარიული შეჯიბრი. მოიწვიეთ თქვენი მეგობრები და გააკეთეთ თქვენთვის სასურველი კერძები. შესაძლებელია, აირჩიოთ კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ყველა ერთად შეექცევით, გემრიელად მომზადებულ კერძებს.

შეჯიბრი - წვეულება შესაძლებელია გაკეთდეს მრავალ თემატიკაზე.