1.შეადგინეთ სტუმრების სია:
იმისათვის რომ მოვაწყოთ წვეულება ,პირველ რიგში გვჭირდებიან ადამიანები, რომლებიც დაესწრებიან მას. ჩამოწერეთ იმ ადამიანების სია, ვის დაპატიჟებასაც მოიაზრებთ წვეულებაზე. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენი ადგილი დაგჭირდებათ თქვენი სასურველი წვეულების ორგანიზებისთვის.
2. განსაზღვრეთ წვეულების დაწყების დრო:
რეკომენდირებულია, სტუმრები გააფრთხილოთ, რომ მოვიდნენ ცოტა ადრე.
3. აირჩიეთ თემა:
თემატიკის არჩევა თქვენს წვეულებას დაუვიწყარს გახდის. გააფრთხილეთ ადამიანები წინასწარ ამის შესახებ . თუ კოსტუმირებული წვეულება გაქვთ ჩაფიქრებული, გააფრთხილეთ სტუმრები კოსტუმებთან დაკავშირებით.
4. გაგზავნეთ მოსაწვევები, სადაც მითითებული იქნება სრული ინფორმაცია წვეულებასთან დაკავშირებით.
5. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი საჭმელი და სასმელი, რათა გაუმასპინძლდეთ მოსულ სტუმრებს.